Wednesday, December 4, 2013

საქართველოს კუთხეები

პროექტს განახორციელებენ თბილისის 70- საჯარო
სკოლის მე-4 კლასის  მოსწავლეები

1. პროექტის სახელწოდება: საქართველოს კუთხეები.
2.პროექტის მთავარი თემა:საქართველოს თითოეული კუთხის ,ბუნების,
ადგილმდებარეობის,ღირშესანიშნაობების,ადათ-წესების  მოკლე დახასიათება და გაცნობა.
3.პროექტის აქტუალობ:მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან საქართველოს სხვადასხვა
კუთხეს, მის გეოგრაფიულ მდებარეობას,წეს-ჩვეულებებს,ტრადიციებს,ისტორიულ-
ეთნოგრაფიულ ძეგლებს.
4.პროექტის მიზანი:საქართველოს თითოეული კუთხის ისტორიის, გეოგრაფიული
მდებარეობის საფუძვლიანი შესწავლა,კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება,
პატრიოტული გრძნობის გაღვივება.
5.მონაწილეთა ასაკი:9-10წელი.
6.ვადები:3-4კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
გაეცნობიან საქართველოს ყველა კუთხის ბუნებას,სილამაზეს,ადგილმდებარეობას,
მის ღირშესანიშნაობებს.შეაფასებენ ამა თუ იმ კუთხის წარმომადგენელთა დადებით
და უარყოფით თვისებებს.შეიქმნება ფოტოალბომი -,,საქართველოს კუთხეები,,,
მოეწყობა ფოტოებისა და ჩანახატების გამოფენა.
 8.სარგებელი სხვებისათვის:პროექტის გაცნობისას გაიმდიდრებენ ცოდნას საქართველოს სხვადასხვა კუთხის
შესახებ.
9.სამუშაო ენა:ქართული.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტში ჩართვა შეუძლია სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს.
11.პროექტის ხელმძღვანელი:მედიკო ხაღულაშვილი.
12. პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:medikokhagulashvili@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: medikokhagulashvili.blogspot.com